მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  იანვარი  2018

    ვაშლიჯვარი-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა 4 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება (+ვიდეო)

    თბილისის მერიამ საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძის მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა.
    სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 4 307 727 ლარია.

    აღნიშნულ ტერიტორიაზე ორდონიანი კვანძის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაცია „საქგზამეცნიერების“ მიერ მომზადდა.

    „ტერიტორიაზე ცალმხრივი მიმართულების ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა, რომლის მეშვეობითაც ვაშლიჯვრის დასახლებიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ნაკადი ესტაკადის (გზაგამტარის) მეშვეობით გადაივლის გელოვანის ქუჩას, მცირე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და სულ 60 ძირი ხის მოჭრით შეერწყმება დასავლეთის მიმართულებით გელოვანის ქუჩაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადს, ხოლო ვაშლიჯვრის დასახლებიდან თბილისისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადის ერთი ზოლი შეერწყმება დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალ სატრანსპორტო ნაკადს გელოვანის ქუჩაზე, ამით მოიხსნება კვანძის შუქნიშნებით რეგულირების აუცილებლობა და გაიზრდება კვანძის გამტარუნარიანობა,“-ნათქვამია „საქგზამეცნიერების“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

    ცნობისთვის, ვაშლიჯვრის დასახლებიდან გელოვანის გამზირზე ჩასასვლელი ესტაკადის მშენებლობა თბილისის მერის, კახა კალაძის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო.

     

     

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები