მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  იანვარი  2018

    მზისა და ქარის წელი: განახლებადი ენერგიის რეკორდსმენი ქვეყნები

    გამოცემა ScienceAlert მიმდინარე წლის განახლებადი ენერგიის 7 რეკორდს აქვეყნებს:

    1.2050 წლისთვის თითქმის მთელი მსოფლიო სუფთა ენერგიის მოხმარებაზე გადავა. 32 წელიწადში მსოფლიო ქვეყნების 3/4 წიაღისეულ საწვავზე უარს იტყვის და 132 ქვეყანა ელექტროენერგიას მხოლოდ ქარის, მზის, წყლისა და ბიოსაწვავისგან მიიღებს.

    2.ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ განახლებადი ენერგიით სარგებლობდა.

    ჩინეთი დიდი ხანია ებრძვის ეკოლოგიურ პრობლემებს და ამ მიზნის შესასრულებლად ჩინეთი განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი გახდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ჩინეთში 5.6 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ერთ-ერთი პროვინცია მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ’’მწვანე“ ენერგიას იყენებდა.

    3.კალიფორნია ალტერნატიული ენერგიის გამოყენებით რეკორდს ხსნის.

    მაისში კალიფორნიამ განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების კუთხით რეკორდი დაამყარა.

    4.ინდოეთი ქვანახშირის გამოყენებაზე თანდათან უარს ამბობს.

    ინდოეთში ქვანახშირის წარმოება ნელ-ნელა წამგებიანი ხდება, რადგან ქვეყანა განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლას გეგმავს. შეიძლება ითქვას, რომ ინდოეთი მზის ენერგიის ყველაზე დიდი წყარო გახდა. ქვეყნის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ განახლებად ენერგიაზე გადასვლით ინდოეთში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება. როგორც სამთო კომპანია Coal India აცხადებს, რომელიც ინდოეთის ნახშირის, დაახლოებით, 82%-ს აწარმოებს, 2018 წლის მარტისთვის 37 მაღაროს დახურვას გეგმავს.

    5.კოსტა რიკას მოსახლეობა 300 დღე მხოლოდ განახლებად ენერგიას იყენებდა.

    კოსტა რიკა, რომელსაც 5 მილიონიანი მოსახლეობა ყავს 300 დღის განმავლობაში ელექტროენერგიის 100%-ს მხოლოდ განახლებადი ენერგიიდან იღებდა. კოსტა რიკას ენერგეტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში განახლებადი ენერგიის უმეტესი წილი ქარის სადგურებზე მოდის. ამასთან, ქვეყანაში ელექტროენერგიის მიღება მზის პანელების საშუალებითაც ხდება.

    6.გერმანიაში ქვანახშირის მაღარო ენერგიის შემნახველ სადგურად აქციეს.

    გერმანიაში ფიქრობენ, რომ ქვანახშირის მაღაროების გაუქმება ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურება. მთავრობა ენერგოეფექტურობისთვის ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების პერსპექტივებს განიხილავს.

    7.პანდის ფორმის მზის ელექტროსადგურები.

    ჩინეთის ქალაქ დატუნთან მსოფლიოში პირველი გიგანტური პანდის ფორმის მზის ელექტროსადგური ააშენეს. ორგანიზაცია Panda Green Energy პანდის ფორმის მზის ელექტროსადგურის მშენებლობის ინიციატივით 2016 წლის მაისში გამოვიდა, რამდენიმე თვეში კი კომპანიამ გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა. სრულად ამოქმედების შემდეგ ელექტროსადგური 3,2 მილიარდ კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. კომპანია მომდევნო 5 წელიწადში რამდენიმე მსგავსი ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები