მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  დეკემბერი  2017

    მელიქიშვილზე Hilton-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა თებერვალში დაიწყება

    მელიქიშვილის გამზირზე Hilton-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა თებერვალში დაიწყება, — ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაურა ღაჭავამ განუცხადა. მისი თქმით, კომპანია PP-მ სასტუმროს პროექტი დედაქალაქის მთავრობასთან უკვე შეათანხმა.

     




    სასტუმროს მშენებლობა მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიის გვერდითაა დაგეგმილი. ამასთან, კომპანია PP უკვე შეხვდა Hilton-ის წარმომადგენლებს, მათგან რეკომენდაციები მიიღეს, როგორი უნდა იყოს სასტუმრო და შემდეგ დაიწყებენ მშენებლობას.

    „პროექტი დედაქალაქის მერიასთან შეთანხმებულია. რადგანაც უწყებაში ახალი ხელმძღვანელობაა, საკითხები კიდევ ერთხელ უნდა გავიაროთ. გარკვეული პროცედურებია საჭირო. დამაბრკოლებელი არაფერია. ჩვენი მხრიდან კი ყველაფერი წესრიგშია“, - აცხადებს ღაჭავა.

    მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყება და 2019-ში დასრულდება.

     

     

    მისივე ინფორმაციით, სასტუმრო შვიდსართულიანი და 100 ნომრიანი იქნება: „სასტუმრო სამვარსკვლავიანი იქნება, რომელიც საშუალო ფენაზეა გათვლილი“, - აცხადებს ღაჭავა.
     



    რაც შეეხება ინვესტიციის სავარაუდო მოცულობას, ფილარმონიის გვერდით Hilton-ის ბრენდის სასტუმროს ასაშნებლად 10-დან 15 მილიონამდე დოლარი დაიხარჯება.




    Hilton-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. Hilton-ის ბრენდის შემოყვანას, სასტუმროს გახსნა იგეგმება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში 2019 წელს. ამავე ბრენდის ქვეშ სასტუმროს გახსნას გეგმავს ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსი“. ეს იქნება თბილისში Hilton-ის პირველი სასტუმრო, რომელიც სავარაუდოდ, 2018 წლის მარტში გაიხსნება.



    „მშენებლობას თებერვალში დავიწყებთ. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ დაიწყებს. მშენებლობა წელიწადნახევარში დასრულდება“, - აღნიშნავს ლაურა ღაჭავა.

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები