მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  დეკემბერი  2017

    თბილისში, ზემო ფონიჭალაში 8000 კვ.მ ცენტრალური პარკი შენდება

    ​თბილისის შემოგარენში, კერძოდ, ზემო ფონიჭალაში, კრწანისის გამგეობის დაფინანსებით ცენტრალური პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი რეკრეაციული სივრცე 8 000 კვ.მ-ს მოიცავს. ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო 15 სახეობის მცენარე, მათ შორის, ბუჩქოვანი და 4-მეტრის სიმაღლის ხეების ნერგები. ​

    ​აღნიშნული ტერიტორიის თითქმის სრული ნაწილი ამ დრომდე აუთვისებელი იყო. პარკში უკვე დასრულებულია განათების ქსელისა და სარწყავი სისტემის მონტაჟი, ასევე, დენდროლოგიური სამუშაოები. ამ ეტაპზე ფონიჭალის ცენტრალურ პარკში ბილიკებისა და შადრევნის მშენებლობა მიმდინარეობს.

    მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ დასასვენებელი სივრცე სრულად აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
    ​ახალი პარკით მოსახლეობა მომავალი წლიდან ისარგებლებს.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები