მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  დეკემბერი  2017

    ისნის რაიონში 25-ზე მეტი უნებართვო მშენებლობა გამოვლინდა

    თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ისნის რაიონში, მელაანის ქუჩაზე 25-ზე მეტი უნებართვო მშენებლობა გამოავლინა.

    ადგილზე დღეს მოსახლეობას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე შეხვდნენ.

    როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, მოსახლეობას გონივრული ვადა მიეცა, რათა უკანონო ნაგებობების დემონტაჟი თავად მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, განონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები გატარდება.

    „ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო და აქტიურად ვმუშაობთ, რომ ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ სახლებში, თაობები გაზარდეს, მაგრამ გარკვეული ბიუროკრატიული მიზეზების გამო ქონების რეგისტრაცია ვერ მოახერხეს, საცხოვრებელი ფართები პერიოდულად დაუკანონდეთ, მაგრამ აქ სრულიად განსხვავებული შემთხვევაა, როდესაც ქაოსურად, ყოველგვარი ნებართვის გარეშეა აშენებული ნაგებობები. ვესაუბრეთ მოსახლეობას, მივცემთ გონივრულ ვადებს და შესაბამისი ღონისძებები გატარდება“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

    გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, შენობის ე.წ. მესაკუთრეებმა ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება მიიღეს. უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით კი, კონტროლი გამკაცრდება და თბილისის მასშტაბით, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

    სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობა 10 000 ლარით დაჯარიმებას იწვევს და შენობა დემონტაჟს ექვემდებარება.

     

     

     

     

     

     

     

     


პარტნიორები