სიახლეები
-
11 დეკემბერი 2017
თქვენი რეკლამა
გაბრიელ სალოსის გამზირის N46-ში მდებარე კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N46-ში მდებარე კორპუსი, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია განხორციელდა, საცხოვრებლად უსაფრთხოა. მისი თქმით, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ შემოწმება დაასრულა და ამის თქმის საფუძველს სწორედ ეს შემოწმება იძლევა. გაბრიელ სალოსის გამზირის N46-ში თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი დღეს იმყოფებოდა. როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნულ კოპრუსში აღდგენითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. მისი თქმით, ხუთი ბინა სრულად არის აღსადგენი, ორ ბინას კი მცირე დაზიანებები აქვს.
„თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შემოწმება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს და დასრულებისთანავე მოსახლეობას აქ ცხოვრება შეეძლება.დაახლოებით რვა ბინაა, რომელიც საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისის მერის მოადგილესთან ერთად დღეს დაზიანებული საცხოვრებელი ბინები ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, გივი კუბლაშვილმა და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორმა ლაშა სამხარაძემ დაათვალიერეს. როგორც გივი კუბლაშვილმა განაცხადა, კეთილმოწყობის სამსახური სამუშაოებს ხვალიდან დაიწყებს. აღდგენითი სამუშაოებისთვის დაახლოებით 300 000 ლარი დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ 22 ნოემბერს, თბილისის ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, N46–ე საცხოვრებელი კორპუსში კონტრტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, რის შედეგად რამდენიმე ბინა დაიწვა. მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან არავინ დაშავებულა.ტეგები