მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  დეკემბერი  2017

    მთავრობა ლუხუნიჰესი 2-ის ასაშენებლად ახალ ინვესტორს ეძებს ( ვიდეო )

    მთავრობა ლუხუნიჰესი 2 -ის ასაშენებლად ახალ ინვესტორს ეძებს. “რუსთავი ჯგუფისთვის”, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ჩამორთმეული პროექტის ინვესტორის მოსაძიებლად აუქციონია გამოცხადებული. ნახევრადაშენებული ჰესის და ლიცენზიის სარეალიზაციო ფასი დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ არის დადგენილი და 11 მილიონ 500 ათას დოლარს შეადგენს. მყიდველმა აუქციონში დაფიქსირებული თანხიდან ჯარიმა, 53 500 დოლარი ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშზე უნდა შეიტანოს, დანარჩენი ექს-ინვესტორს უნდა გადაუხადოს. ჰესის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 12 მეგავატია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ ინვესტორს მის დასასრულებლად სავარაუდოდ 10 მილიონი დოლარის დამატება მოუწევს, ჰესი კი, ექსპლუატაციაში 24 თვეში უნდა შეიყვანოს.

     

     

     

     

     


პარტნიორები