მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  ნოემბერი  2017

    ვარკეთილში მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

    ვარკეთილში, ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მაცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ მშენებლობა უბანში არსებულ ერთადერთ სკვერს საფრთხეს უქმნის.

    ადგილობრივების თქმით, კორპუსის მშენებლობა უკანონოა. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები კი საპირისპიროს ამტკიცებენ და განმარტავენ, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

    მოსახლეობა სკვერის გარდა, საკუთარ საცხოვრებლებზეც ღელავს. მეორე მიკრორაიონის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი კორპუსები დაახლოებით 40-42 წლისაა, ხოლო მახლობლად დაწყებული ახალი კორპუსი მშენებლობამ, შესაძლოა, ძველი კორპუსები ავარიული გახადოს.

    მოსახლეობა კახი კალაძეს სთხოვს, რომ ათსართულიანი კორპუსის აშენების შესახებ არსებული გადაწყვეტილება გაუქმდეს.

     

     

     

     


პარტნიორები