მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  ნოემბერი  2017

    HeidelbergCement -მა საქართველოში ბიზნესის 50% გაყიდა

    HeidelbergCement -მა საქართველოში ბიზნესის 50% გაყიდა. კომპანიის ცნობით, მისი პარტნიორი საქართველოში საინვესტიციო კომპანია Cement Invest -ია, რომელიც თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის და ირაკლი რუხაძის Hunnewell Partners-ის საკუთრებაა.

    HeidelbergCement და Cement Invest ერთობლივად მართავენ ამიერიდან კომპანიას. გარიგების ღირებულება დაახლოებით, 115 მლნ ევროა, რომელშიც მოიაზრება მომავალში, HeidelbergCement-ის ვალის გაქვითვაც. პHeidelbergCement -ში მიიჩნევენ, რომ პარტნიორობა შესაძლებლობას მისცემთ, გამოიყენონ GCF -ის და Hunnewell -ის შესაძლებლობები.

    ამასთან გაიზრდება კომპანიის კონკურენტუნარიანობა კასპის ცემენტის ქარხნის მოდერნიზებით, სადაც ახალი ღუმელის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და 2018 წლის ბოლოსთვის დასრულდება. შეგახსენებთ, HeidelbergCement -მა საქართველოში საქმიანობა 2006 წლიდან დაიწყო. ცემენტის წლიური წარმოება 2 მლნ ტონას აჭარბებს. კომპანიას აქვს 13 ბეტონის ქარხანაც.

     

     

     


პარტნიორები