მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  ნოემბერი  2017

    ევროპაში პირველი წყალქვეშა რესტორანი ნორვეგიაში იხსნება

    ნორვეგიულმა დიზაინერულმა კომპანია Snøhetta-მ ევროპაში პირველი წყალქვეშა რესტორანის მოწყობა განიზრახა.

    რესტორანი Under-ი ქვეყნის სამხრეთით, ერთ-ერთი სოფლის მახლობლად განთავსდება.


    რესტორნის ნაწილი მიწის ზემოთ, ხოლო ნაწილიც 5 მეტრის სიღრმეში იქნება.


    იმისათვის, რომ რესტორანმა ყველა ამინდში ტემპერატურის შენარჩუნება შეძლოს, მისი კედლები სულ მთლიანად ბეტონისგან აიგება, ხოლო ფანჯრები აკრილისგან.
    რესტორანი 100 ადამიანზეა გათვლილი და იმისათვის, რომ სტუმრებმა უფრო კომფორტულად გაატარონ დრო, მათ დიდი პანორამული ფანჯრიდან ზღვის სიღრმეში მიმდინარე მოვლენების დაკვირვება შეეძლებათ.


    როგორც Snøhetta-ს არქიტექტორები აცხადებენ, მცირე მოქცევის დროს რესტორანში სამეცნიერო ჯგუფიც იმუშავებს, რომელიც წყალქვეშა სივრცეს დააკვირდება და კვლევებს ჩაატარებს.
    რესტორნის მშენებლობა 2018 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. ხოლო მისი გახსნა 2019 წლისთვისაა დაგეგმილი.


პარტნიორები