მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  ოქტომბერი  2017

    თბილისის ძველ უბანში სასტუმრო მუხრანთუბანის მშენებლობა მიმდინარეობს

    „მუხრანთუბანის“ მიერ ამავე სახელწოდების სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობა 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და მისი დასრულება 2020 წლის აგვისტოსთვის იგეგმება. სასტუმროს ერთი მხარე (ჩახრუხაძის ქუჩიდან) სამსართულიანი, ხოლო მეორე (ბარათაშვილის ქუჩიდან) ოთხსართულიანი იქნება. „მუხრანთუბანში“ სულ 28 ნომერი იქნება, აქედან ოთხი ნომერი ლუქსის ტიპის.

    როგორც „კომერსანტს“ კომპანია „მუხრანთუბანის“ დირექტორმა ანდრო გუჯაბიძემ განუცხადა, „შენობის პირველ სართულზე განთავსდება სასტუმროს მისაღები, საოფისე ფართი და რესტორანი, რომელიც დაუკავშირდება შიდა ეზოს და ვერანდაზე აგურის “ფარდით” გავა. მეორე, მესამე და ნაწილობრივ მანსარდის სართულებზე განლაგდება სასტუმროს 14 ნომერი. მანსარდის სართულზე განთავსდება აგრეთვე ლაუნჯ ბარი, რაც სახურავზე განთავსებულ ტერასას დაუკავშირდება.
     


     

    რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება სასტუმროს მშენებლობაზე, კომპანიაში ჯერ ვერ ასახელებენ. მათივე თქმით, მხოლოდ გარე ფასადის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 350 ათას ლარს შეადგენს. ანდრო გუჯაბიძის განცხადებით, მშენებლობა მთლიანად ქართული მხარე ახორციელებს და სასტუმროს ოპერატორიც კომპანია „მუხრანთუბანი“ იქნება.

    ამ დროისთვის ცნობილია, რომ სასტუმრო “მუხრანთუბანის” შენობის ძირითად სამშენებლო მასალად აგურს გამოიყენებენ, რაც დამახასიათებელია ძველი ქალაქის ისტორიული განაშენიანებისთვის.


    საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ შენობას აქვს საინტერესო, ისტორიული სარდაფი, რომელიც შენარჩუნდება. აქ მოეწყობა რესტორნის მეორე დარბაზი, სამზარეულო და მრავალფუნქციური სივრცე.