მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  ოქტომბერი  2017

    ტაბახმელაში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა ნოემბერში დაიწყება

    არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი უმსხვილესი უძრავი ქონების კომპანია Green Valley International Real Estate Group-ი ტაბახმელაში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობას ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვახტანგ გურგენიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, მშენებლობის დაწყება ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო.

    მისი განცხადებით, საუბარია, ინდივიდუალური სახლების მშენებლობის ნებართვების მიღებაზე. გურგენიძე აცხადებს, რომ კომპანიას პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე მიღებული აქვს. „როგორც კი მოხდება ნებართვების მიღება, მშენებლობაც დაიწყება“-აცხადებს გურგენიძე. ტაბახმელაში კომუნიკაციების მონტაჟი და რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.


    Green Valley City-ს პროექტი 88 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება, ტერიტორიის 35% მწვანე ნარგავებით დაიფარება. ამასთან, მოხდება თანამედროვე არქიტექტურის ინტეგრაცია, რომელიც თანხვედრაშია გარემოს დაცვის უმაღლეს სტანდარტებთან.

    პროექტი გულისხმობს საცურაო აუზების, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, კორტების, საჯარო ბაღების და საბავშვო ზონების, თურქული აბანოების, სუპერმარკეტის, ლაქშერი რესტორნების, კაფეების და საცალო გაყიდვების ობიექტების განვითარებას.

     

     

    საინვესტიციო ღირებულება 30-35 მილიონი დოლარია.

     

     

    ცნობისთვის, არაბულმა კომპანიამ მიმდინარე წლის მაისში გონიოში თაუერების მშენებლობა დაიწყო. TWIN TOWERS სამი თაუერისგან შედგება, ორი 28–სართულიანი და ერთი 20-სართულიანი შენობა. მშენებლობა 2021 წელს დასრულდება. თაუერებში სასტუმროები განთავსდება, რომელსაც მენეჯმენტს თავად Green Valley გაუწევს.