სიახლეები
-
09 ოქტომბერი 2017
თქვენი რეკლამა
Facebook-ი ვირჯინიაში დატა ცენტრის ასაშენებლად $1 მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს
ტექნოლოგიური გიგანტი ვირჯინიაში, ჰენრიკოს ოლქში, $750 მილიონის ღირებულების დატა ცენტრს აშენებს, რომლის ფართობიც 90116 კვადრატული მეტრი იქნება. ამასთან, კომპანია ასობით მილიონს მზის პანელების ასაშენებლად გამოიყენებს, რომლებიც დატა ცენტრს ელექტროენერგიით მოამარაგებენ.
„სიამაყით მივესალმებით Facebook-ის ჰენრიკოს ოლქში შემოსვლას, ჩვენ ძლიერი პარტნიორობის იმედი გვაქვს,“ განაცხადა ვირჯინიის გუბერნატორმა, ტერი მაკოლიფმა. ადგილობრივი ხელისუფლების მიხედვით, მშენებლობაზე ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო დასრულების შემდეგ დატა ცენტრში 100 ადამიანი იმუშავებს.
„როდესაც ვფიქრობთ, თუ სად უნდა განთავსდეს მონაცემთა ახალი ცენტრი, ჩვენ არამარტო განახლებად ენერგიაზე, არამედ საიმედო სამომავლო პარტნიორობაზეც ვამახვილებთ ყურადღებას. ჰენრიკოს ოლქსა და ვირჯინიას ეს ნამდვილად გააჩნიათ,“ აღნიშნა Facebook-ის მონაცემთა სტრატეგიის დირექტორმა, რეიჩელ პეტერსონმა.CNBC