მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  სექტემბერი  2017

    Alliance Highline და Alliance Palace European Property Awards 2017-2018-ის გამარჯვებულია!

    ალიანს ჯგუფის მორიგი აღიარება და კომპანიის 2 პროექტის - ალიანს პალასის და ალიანს ჰაილაინის გამარჯვება European Property Awards 2017-2018-ზე.

    European Property Awards-ის ჯილდო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი, მსხვილი და პრესტიჟული ჯილდოა. 26 წლის განმავლობაში 70 დამოუკიდებელი ექსპერტისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელთა შორის არიან დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრები რეგიონში უძრავი ქონების ლიდერებს განსაზღვრავენ.

    კომპანია ალიანს ჯგუფმა მიიღო 2 ჯილდო ნომინაციაში „არქიტექტურა“. 1. ალიანს ჰაილაინი - საუკეთესო მრავალფუნქციური არქიტექტურა და 2. ალიანს პალასი - საუკეთესო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი. ჩვენი კომპანიის ორივე პროექტმა დააკმაყოფილა უძრავი ქონების ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ყველა კრიტერიუმი. შეფასების დროს ექსპერტებმა გაითვალისწინეს ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა: დიზაინი, ინოვაცია, მომსახურება, ირიგინალობა და საიმედოობა.

    დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონია 2017 წლის 27 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.

     

     

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები