სიახლეები
-
19 სექტემბერი 2017თქვენი რეკლამა
$1 მლრდ გზის მშენებლობისთვის – რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება
რიკოთის გზის მონაკვეთის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება. პროექტის ღირებულება 1 მლრდ დოლარამდეა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა განაცხადა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს რიკოთის მონაკვეთის დიზაინის საბოლოო დაზუსტება.
“ეს არის ჩქაროსნული მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი და ალბათ ყველაზე რთული მონაკვეთი, რომლის სიგრძე 55 კილომეტრამდეა და 90 ხიდსა და 40 გვირაბს მოიცავს. აქაც ასობით ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მომავალი წლისთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით ამ მონაკვეთის მშენებლობის დაწყებისთვის. მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგი ტემპით მივდივართ, არ გვაქვს ჩამორჩენა სივრცითი განვითარების გეგმით გათვალისწინებულ დროით ინდიკატორებთან, რაც ძალიან მისასალმებელია. მინდა, მოსახლეობას რეგულარულად ვაცნობოთ სივრცითი განვითარების გეგმის აღსრულების შესახებ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



