მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  ივნისი  2017

    ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კიროვაკანი-კუმურდოს საავტომობილო გზის 10- კილომეტრიან მონაკვეთს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 748 400 ლარი დაიხარჯება.

    საავტომობილო გზების დეპატრამენტის ინფორმაციით, სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა.

    ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კიროვაკანი-კუმურდოს საავტომობილო გზის 10- კილომეტრიან მონაკვეთს, რამდენიმე ათეული წელია კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საავტომობილო გზის საფუძვლის მოწყობის პროცესი.

    პროექტით გათვალისწინებულია: ხელოვნური ნაგებობების, მილების, კიუვეტების, გაბიონების, საფუძვლისა და ასფალტ ბეტონის საფარის მოწყობა, აგრეთვე მოეწყობა ეზოში შესასვლელები, მიერთებები, ავტოპავილიონები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის შემოფარგვლა და ჰორიზონტალური მონიშვნა.

    სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში და გაივლის სოფლებს კიროვაკანი და კუმურდო, სადაც მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი IV საუკუნის საკათედრო ტაძარი.

    პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

     

     

     


პარტნიორები