მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  ივნისი  2017

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი მოფრენის ტერმინალში ჩასხდომის ხიდების მონტაჟი დაიწყო

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი მოფრენის ტერმინალში ჩასხდომის ხიდების მონტაჟი დაიწყო.
    ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
    ახალი თაობის ჩასხდომის ხიდი ერთდროულად ორ C ტიპის ავიახომალდს (B727, B737, MD-80, A320) მოემსახურება. ხიდი ორ გასასვლელიანი იქნება და თითოეული გასასვლელის მაქსიმალური გაშლა 39 მეტრია.

    ხიდი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების განათებისა და საბურავების ავარიული გათიშვის ავტომატური სისტემებით, ინფრაწითელი სენსორებითა და დამატებითი სახანძრო გასასვლელით.

    ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში, 5 ჩასხდომის ხიდი ექნება.

    მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გასული წლის ზაფხულში დაიწყო და მისი დასრულება 2017 წლის ბოლოს იგეგმება. ახალი ტერმინალის ფართობი 12 000 კვადრატული მეტრი იქნება. მისი ამოქმედების შემდეგ აეროპორტი წელიწადში 3,5 მილიონ მგზავრს მოემსახურება.


პარტნიორები