მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  მაისი  2017

    ოზურგეთის სოფელ გურიანთის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გასული წლის 8 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად 2 უბნის დამაკავშირებელი სახიდე გადასასვლელი ჩაინგრა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 180 000 ლარი გამოეყო, აღნიშნული თანხის ფარგლებში განხორციელდა ხიდის აღდგენითი სამუშაოები.

    დასრულებული სამუშაო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ და გამგებლის მოადგილემ, ბადრი გობრონიძემ სოფლის დეპუტატთან ერთად მოინახულეს.

    სამუშაოები - სამშენებლო კომპანია „ბესტმა“ შეასრულა.


     

    „გასულ წელს, წყალმოვარდნის შედეგად რამდენიმე სოფელში დაზიანდა სახიდე გადასასვლელები.

    რეგიონებში განსახორციელებული პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში მომზადდა ახალი ხიდის პროექტი და აღდგენითი სამუშაოებიც დაიწყო.

    დღეს უკვე ორი უბნის დამაკავშირებელ ახალ სახიდე გადასასვლელზე სამანქანო მოძრაობა აღდგენილია,“ - განაცხადა გამგებელმა. 

     


პარტნიორები