სიახლეები
-
ბორჯომს საფოსტო სერვისცენტრის ახალი შენობა ექნება
ბორჯომში ცენტრალური გზის მიმდებარედ დაიწყო საფოსტო სერვისცენტრის ახალი შენობის მშენებლობა.
პროექტს შპს "საქართველოს ფოსტა" ახორციელებს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები.
შენობა ერთსართულიანი იქნება და მომხმარებელს უზრუნველყოფს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით.
მშენებელობას აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "სამება". ახალი ობიექტის მშენებლობის დასრულება ივლისში იგეგმება.