მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  მაისი  2017

    ლილოს დასახლების პირველ მიკრორაიონში საგზაო სამუშაოები დასრულდა

    თბილისის სამგორის რაიონის გამგებელმა, გიორგი ბაგრატიონმა, ლილოს დასახლებაში, I მ/რ-ის XII, XIIl, და XIV- კორპუსების დამაკავშირებელი, დასრულებული საგზაო სამუშაო მოინახულა.
    გამგებლის თქმით, ახალი გზა მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემს.
    მანამდე, სამგორის რაიონის გამგებელმა, ორხევის საუბნო განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად, აეროპორტის დასახლებაში განახლებული სტადიონი დაათვალიერა.
    სპორტული მოედნები და რეკრეაციულ- გასართობი ზონები სამგორის რაიონის სხვადასხვა მისამართებზე აქტიურად ეწყობა. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასრუქტურული და საგზაო სამუშაოები.


პარტნიორები