მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  მაისი  2017

    ქალაქ ბორჯომში სამ ქუჩაზე სხვადასხვა სახის სამშენებლო- სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

    ქალაქ ბორჯომში სამ ქუჩაზე სხვადასხვა სახის სამშენებლო- სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

    გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, კოსტავას ქუჩაზე ტროტუარებზე დაგეგმილია თუჯის ბონძიკების მონტაჟი, გურამიშვილის ქ. #6-თან მოეწყობა მოაჯირები, ჭავჭავაძის ქუჩაზე კი მოხდება ძველი ამორტიზირებული ღობისა და აკაკის ქუჩაზე ასასვლელი კიბის რეაბილიტაცია.

    "ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს არსებული მოძველებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟის სამუშაოები. აღნიშნული ქუჩები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და ტურისტულად საკმაოდ დატვირთულია, ამიტომ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია",- აღნიშნა გამგებელმა.

    მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ქუჩებზე სამუშაოები ორი დღის წინ დაიწყო და მისი დასრულება ივლისის დასაწყისში მოხდება.

    პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 57 050 ლარით დაფინანსდა და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "გ.ა. ჯგუფი" ასრულებს. 


პარტნიორები