მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 30  აპრილი  2017

    მთვარეზე სოფლის აშენება იგეგმება

    ჩინეთი და ევროპული კოსმოსური სააგენტო მთვარეზე სოფლის გაშენებას გეგმავენ. აღნიშნულ თემაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ჟურნალისტებს ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის გენერალურმა მდივანმა, ტიან იულუნმა განუცხადა. მიმდინარე კვირას ინფორმაცია ევროპელმა პარტნიორებმაც დაადასტურეს.

    "ჩინელები ძალიან ამბიციურ კოსმოსურ პროგრამას ახორციელებენ. გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ კოსმოსური კვლევები შეიცვალა და ჩვენ ნათლად ვხედავთ საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას", - განაცხადა ევროპული კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელმა, პოლ ხვისტენდალმა "ბლუმბერგთან" საუბარში.

    კოსმოსური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, იოჰან დიტრიხ ბერნერმა "მთვარის სოფელს" პოტენციური ბაზა უწოდა, მარსისკენ მიმავალ გზაზე.

    მიმდინარე წლის დასასრულისთვის ჩინეთი მთვარეზე კოსმოსური ხომალდს გაგზავნის ნიადაგის ნიმუშების შესაგროვებლად, ამ პერიოდშივე იგეგმება მთვარის მეორე - ჩვენთვის უხილავ მხარეს პირველი ხომალდის გაშვება.

     

     

    წყარო: Allnews.ge


პარტნიორები