მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  თებერვალი  2017

    თბილისში ნიუ-იორკული ცათამბჯენი შენდება - East point-ის შემდეგ BD Property საცხოვრებელ სახლს აშენებს

    თბილისში პირველი ნიუ-იორკული ცათამბჯენი შენდება. პროექტს საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი Quadrum Global ახორციელებს, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე BD PROPERTY-ით ოპერირებს, ეს იგივე საინვესტიციო ჯგუფია , რომელიც ფლობს სავაჭრო და გასართობ ცენტრ ისთ -ფოინთს. კომპანიის წარმომადგენელი რადიო „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, რომ საცხოვრებელი სახლი ასათიანის ქუჩაზე მდებარეობს, მისი მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და 2018 წლის 1 აპრილს დასრულდება. მისივე ინფორმაციით, პროექტის შექმნაში სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალები იყვნენ ჩართულები , არქიტექტურული პროექტის ავტორი ებრაული კომპანია MYS Architects არის, რომელიც ცნობილია თელავივში საკუთარი პროექტებით.

    პროექტის ინტერიერზე ნიუ–იურკელმა დიზაინერმა ვინსენ ვულფმა იმუშავა, რომელიც House Beautiful-მა ყველაზე გავლენიანი ამერიკელი დიზაინერების ათეულში შეიყვანა და Interior Design Magazine-მა ყველაზე გავლენიან დიზაინერებს შორის დაასახელა.

    პროექტი „თბილისი გარდენს" 30 სართულიანია, ეს არის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელსაც აქვს ოლიმპიური სტანდარტების აუზი, საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზი, ღონისძიბების დარბაზი, საბავშვო ბაღი და საკუთარი კეთილმოწყობილი პარკი.

    „მშენებლობის ხარისხი, მწვანე კუნძული ქალაქის ცენტრში, პროექტის კომპლექსურობა და დიზაინი - ეს ის განმასხვავებელი ფაქტორებია, რომელსაც დღეს ბაზარზე ანალოგი არ აქვს. ჩვენ მომხმარებელს გაყიდვების ორ ოფციას ვთავაზობთ თეთრი კარკასი 1200 დოლარიდან და რემონტით 1400 დოლარიდან." აცხადებენ კომპანიაში
    კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „თბილისი გარდენსი" პირველი დეველოპერია, ვინც აქცენტს დიზაინზე აკეთებს.

    მათივე თქმით, პროექტი ადგილობრივ მოსახლეობაზე, საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზეა გათვლილი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 40 მილიონი დოლარია. „ყველა სტანდარტი, რომლითაც შენდება ჩვენი პროექტი, აკმაყოფილებს საერთაშორისო, მათ შორის ნიო-იორკულ სამშენებლო სტანდარტებს" – აცხადებენ კომპანიაში.