მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  იანვარი  2017

    ონსა და ამბროლაურს შორის ერთ–ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკის მოწყობა იგეგმება

    რაჭაში, ონსა და ამბროლაურს შორის დაცული ტერიტორიები მოეწყობა. როგორც „კომერსანტთან" საუბრისას დაცული ტერიტოროების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი ექსკლუზიურად აცხადებს, ამ დროისთვის რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, რეგიონში არსებული ტერიტორიების შესწავლა მიმდინარეობს.


    მოისწაფიშვილი აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, თუ რა ფართობზე განთავსდება დაცული ტერიტორია, თუმცა, მისივე ინფორმაციით, ეს ტერიტორია ონიდან ამბროლაურამდე, დაახლოებით, 40 000 ჰექტარი იქნება.


    როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, შესწავლას გარემოს დაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს. მოისწრაფიშვილის განცხადებით, პროცესი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.


    „როდესაც დასრულდება კვლევა, მომზადდება კანონპროექტი და მისი განხილვა მოსახლეობასთანაც მოხდება. ჩართულები იქნებიან ადგილობრივი გუბერნია და მუნციპალიტეტები, ასევე არასამთვროო ორგანიზაციები და ყველა დაინტერესებული მხარე. შეთანხმდება ის ტერიტორიები,რაც ეროვნული პარკის შემადგენლობაში უნდა მოექცეს. იქ იქნება ბუნების ძეგლებიც, მღვიმეებიც. შემდეგ კანონპროექტი გარემოს დაცვის სამინისტროს გადაეგზავნება და ტერიტორიას სტატუსიც მიენიჭება", - აცხადებს მოისწრაფიშვილი.


    კითხვაზე, დაცულ ტერიტორიას რა სტატუსი მიენიჭება, მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ 80 პროცენტით ეს ეროვნული პარკის სტატუსი იქნება.


    ამ დროისთვის საქართველოში 10 ეროვნული პარკი და 14 ნაკრძალია.
     

     


    ავტორი: სოფო ქსოვრელი 


პარტნიორები