სიახლეები

  • 27  დეკემბერი  2016

    მშენებლობის სექტორში 2016 წლის 3 კვარტალში $106 მლნ უცხოური ინვესტიცია ჩაიდო

    მშენებლობის სექტორში 2016 წლის სამ კვარტალში 106 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვეტიცია ჩაიდო, რაც ქვეყანაში განხორციელებული მთლიანი უცხოური ინვესტიციების 8.2%-ია.

    მშენებლობის სექტორი დარგებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (40%), საფინანსო სექტორისა (13%) და ენერგეტიკის (10%) შემდეგ.
    PMCG-ის ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მშენებლობის სექტორში გაზრდილია 2016 წლის სამივე კვარტალში, შესაბამისად 6%, 64% და 19%-ით.

    2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, მშენებლობის წილი მშპ-ში 7.3%-ს შეადგენს. 2016 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის სექტორის წილი მშპ-ში 1.2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 6.8%-ს შეადგენს, მეორე კვარტალში – 0.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 6.7%-ს უტოლდება, ხოლო, მესამე კვარტალში მშენებლობის წილი უცვლელია და 8.2%-ს შეადგენს.