მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 25  ნოემბერი  2016

    ბორჯომში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, დაბა წაღვერში და სოფელ დაბაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა გზების რეაბილიტაცია.

    სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და გამგებლის პირველი მოადგილე ანზორ სვანიძე.

    როგორც გამგებელმა აღნიშნა, პროექტის მიხედვით სოფელ დაბაში ორი ქუჩის, ასევე ტროტუარებისა და სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, დაბა წაღვერში კი გზის დაგება 3 ჩიხში ხორციელდება.



    „მასშტაბური პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარის მოწყობა ჯამში 2052 მეტრ მონაკვეთზე მოხდება. სოფლებში გზების კეთილმოწყობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მუშაობას ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ"-განაცხადა გამგებელმა.



    გამგეობის ინფორმაციით, შეხვედრისას, ადგილობრივებმა გამგებელს მადლობა გადაუხადეს სოფელში ასეთი მასშტაბური სამუშაოების დაწყებისათვის. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, აქამდე მოსახლეობას მოუწესრიგებელი გრუნტის გზით უწევდათ გადაადგილება.

    პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 448 632 ლარით დაფინანსდა და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „იბოლია" ასრულებს.


პარტნიორები